ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველი გოლი გაიტანა.
პოზნანის “ლეხი”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, მე-5 ტურში შინ გდანსკის “ლეხიას” შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
კვეკვესკირი “ლეხის” სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და 62-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, დაახლოებით 23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ მასპინძლებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს.
ქართველი ლეგიონერი 73-ე წუთზე შეცვალეს. “ლეხს” 13 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.





