„ციურიხმა“, რომელსაც აკაკი გოგია ამ ზაფულს შეუერთდა, შვეიცარიის სუპერლიგის მე-4 ტურში დერბი „გრასჰოპერთან“ (2:1) მოიგო და გალიდერდა.
წარმოშობით ქართველი, მაგრამ გერმანიის პასპორტის მქონე გარემარბი სასტარტო შემადგენლობაშიც ვერც ამჯერად მოხვდა და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.
სტუმრები მე-7 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი მე-10 წუთზე გაიტანეს.
„ციურიხმა“ სტუმართა კარი მეორედ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე აიღო და 3 ქულა მოიპოვა.
ციურიხელები 12 ქულით 10-გუნდიან შვეიცარიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე არიან.
პოლონეთის ექსტრაკალსას მე-5 ტურში „კრაკოვიამ“ შინ „იაგელონიას“ (2:1) აჯობა და მასპინძლებში არ უთამაშია ოთარ კაკაბაძეს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ყოფნით შემოიფარგლა.
ყაზახეთის თასის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში „ტობოლმა“ სტუმრად „ყიზილჟარს“ 1:0 აჯობა და თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძემ გამარჯვებულებში 67-ე წუთიდან ითამაშა.
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-2 ტურში „კეშლამ“ გასვლაზე „გაბალასთან“ 1:2 წააგო. ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა დამარცხებულთა შემადგენლობაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად იასპარეზა.
„საბაჰი“ „სუმგაითს“ ეწვია და უქულოდა დარჩა – 0:2. წაგებულთა რიგებში მიხეილ ერგემლიძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო.





