„ნაპოლიმ“ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ჟუან ჟესუსი დაიმატა.
30 წლის ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა და 2022 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეების შეთანხმების შემთხვევაში ხელშეკრულება ერთი სეზონი გახანგრძლივდება.
ჟესუსი 2016-2021 წლებში ყველა ტურნირში 102 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
სამხრეთ ამერიკელი „რომამდე“ ბრაზილიის „ინტერნასიონალში“ და მილანის „ინტერში“ გამოდიოდა.