მიში ბაჩუაი კარიერას თურქეთის „ბეშიქთაშში“ განარძობს.
„ჩელსიმ“ ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სტამბოლურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. თუმცა, მანამდე ლონდონელებმა 27 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ, ინგლისურმა კლუბმა ბაჩუაი იჯარით მეხუთედ გაუშვა.
მანამდე, „ჩელსიმ“ ბელგიელი დორტმუნდის „ბორუსიაში“, „ვალენსიაში“, ხოლო ორჯერ „კრისტალ პალასში“ გაანათხოვრა.
