მარტინ ედეგორი კარიერას ლონდონის „არსენალში“ განაგრძობს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ნორვეგიელი შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერზე მადრიდის „რეალს“ შეუთანხმდა, რომელსაც ედეგორის სატრანსფერო უფლება ეკუთვნის.
22 ფეხბურთელის სანაცვლოდ „არსენალი“ დაახლოებით 35 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით თანხა 40 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
„არსენალი“ ედეგორთან 5-წლიანი კონტრაქტს გააფორმებს. ნორვეგიელი 2 დოზით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილია და ამიტომ, ინგლისში ჩასვლის შემდეგ სავალდებულო კარანტინს არ გაივლის.
გასულ სეზონში ედეგორი იჯარით სწორედ „არსენალში“ თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა.