„ტორპედოში“ კიდევ ერთი ლეგიონერი ჩაირიცხა

0
19

ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი დაიმატა.

ქუთაისელთა ღირსებას ყაზახი ნახევარმცველი მაგომედ პარაგულგოვი დაიცავს.

27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი „აკჟაიკში“ დაიწყო, სადაც 4 მატჩი ჩაატარა.

ის გასულ სეზონში „ერმისში“ გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში 7-ჯერ ითამაშა.

გარდა ამისა, პარაგულგოვი ყაზახეთში „ქაირათში“, „ირტიშში“ და „კაისარში“ გამოდიოდა.