ვან ბომელმა შეცვლები ვერ დათვალა – „ვოლფსბურგი“ გერმანიის თასის გათამაშებიდან მოხსნეს

0
14

„ვოლფსბურგი“ გერმანიის თასის გათამაშებას მთავარი მწვრთნელის მარკ ვან ბომელის დაუდევრობის მიზეზით გამოეთიშა.

1/32-ფინალში ვოლფსბურგელებმა რეგიონალიგის „მიუნსტერს“ 3:1 აჯობეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ვან ბომელმა მატჩის მსვლელობისას რეგლამენტით დაშვებული 5 ფეხბურთელის მაგივრად, 6 შეცვალა.

ამის გამო, „ვოლფსბურგი“ დასაჯეს და შემდეგ ეტაპზე „მიუნსტერი“ გავიდა.

ცნობისთვის, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი „ვოლფსბურგის“ თავკაცად მიმდინარე სეზონის წინ დანიშნეს და პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ასეთი ლაფსუსი მოუვიდა.