„ტორპედომ“ ბერძენი ნახევარმცველი ვასილის კარაგუნისი დაიმატა, რასაც ქუთაისური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.
27 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი „ერმისში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში 32 მატჩი ჩაატარა.
ის კარიერის განმავლობაში სამშობლოში უმაღლესი დივიზიონის „არისში“ და „ირაკლისში“, ასევე, რანგით მეორე ლიგის „პლატანიასში“ გამოდიოდა.
გარდა ამისა, კარაგუნისი იტალიის სერია C-ს „რეჯინასა“ და კვიპროსის უმაღლესი ლიგის აელ-ში თამაშობდა.