კაკაბაძე მოედანს დაუბრუნდა

0
16

ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ მეორედ ითამაშა.

პოლონეთის ექსტრაკლასას პირველ ტურში არცთუ წარმატებული დებიუტის შემდეგ, მომდევნო ორ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი თადარიგში დარჩა.

მე-4 ტურში, კრაკოვიელები სტუმრად გდანსკის „ლეხიას“ შეხვდნენ და 3:0 გაიმარჯვეს.

ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.

მასპინძლები 42-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მეორე გოლი 84-ე წუთზე გაიტანეს. გდანსკელებმა წერტილი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე დასვეს.