შენგელია ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს

0
17

ლევან შენგელია კარიერას ბელგიის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში გააგრძელებს.

საქართველოს ეროვნული გუნდის 25 წლის ნახევარმცველმა „ლუვენთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა გახანგრძლოვდება.

შენგელიასთვის ბელგიაში თამაში უცხო არაა, რადგან ის 2015-2017 წლებში რანგით მეორე დივიზიონის „ტუბიცეში“ გამოდიოდა.

ბოლო ორი სეზონი შენგელია „ქონიასფორში“ თამაშობდა, რომლის რიგებში თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 56 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

„ლუვენი“ 3 ტურის შემდეგ 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.