რომელუ ლუკაკუ „ჩელსიში“ დაბრუნდა

0
16

რომელუ ლუკაკუ კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.

მილანის „ინტერმა“ ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ინგლისურ კლუბში 115 მილიონ ევროდ გაყიდა.

ლუკაკუმ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონი ევრო იქნება.

28 წლის ფეხბურთელმა „ინტერში“ გატარებულ ორ სეზონში 72 მატჩში 47 გოლი გაიტანა და მილანელებთან ერთად სერია A მოიგო.

ლუკაკუ „ჩელსიში“ 2011-2014 წლებშიც ირიცხებოდა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა და ორი სეზონის განმავლობაში იჯარით „ვესტ ბრომვიჩსა“ და „ევერტონში“ გამოდიოდა.