გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა და კონფერენს ლიგის პლეი-ოფშია

0
31

გიორგი ჩაკვეტაძემ დიდი ხნის პაუზის შემდეგ „გენტში“ ითამაშა.

ბელგიელები ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე საპასუხო მატჩი სტუმრად ლატვიის რფს-თან ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა. ამ გუნდებს შორის პირველი თამაში გენტში 2:2 დასრულდა და ჩაკვეტაძის გუნდში პლეი-ოფში გავიდა,.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თადარიგში იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო.

ტრავმების გამო, 21 წლის ჩაკვეტაძემ გასულ სეზონში „გენტში“ ოფიციალურ შეხვედრებში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა.
მან ბოლო მატჩი 2020 წლის ოქტომბერში „ბეერსხოტთან“ გამართა და მოედანზე 28 წუთი დაჰყო.