ფიფა/კოკა-კოლას აგვისტოს თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 91-ე ადგილზეა.
რეიტინგში ვილი სანიოლის გაწვრთნილების პოზიცია ივლისის თვესთან შედარებით არ შეცვლილა.
რეიტინგის ლიდერი ისევ ბელგიაა, ხოლო მეორე ადგილზე ბრაზილიის ნაკრებმა გადაინაცვლა, შესაბამისად ფრანგები მესამე პოზიციაზე დაქვეითდნენ.
მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში საქართველოს მეტოქეებს რეიტინგში ასეთი პოზიცია უკავიათ:
- ესპანეთი
- შვედეთი
- საბერძნეთი
- კოსოვო
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, ხოლო 5 სექტემბერს სტუმრად ესპანეთს შეხვდება.