ქობულეთის „შუქურა“ განელ ნახევარმცველ კოლინს ტენორს დაემშვიდობა.
23 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ქობულეთელებს მიმდინარე წლის აპრილში შეურთდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი შაშიაშვილის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა, რის გამო, მასთან ხელშეკრულება შეწყდა.
ტენორი თავის დროზე „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნოდა, მაგრამ ინგლისურ კლუბში არასოდეს უთამაშია. ის დანიის „ნორსიელანდში“, ბელგიის „ბეერსხოტში“, დანიის „ჰობროში“ და „ტისტედში“ იჯარით თამაშობდა.
