ბრაზილიამ ოლიმპიადა ზედიზედ მეორედ მოიგო

0
16

ბრაზილიის ფეხბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადა ზედიზედ მეორედ მოიგო.

ანდრე ჟარდინის გაწვრთნილი გუნდი იოკოჰამაში „ნისან სთედიუმზე“ ესპანეთს დაუპირისპიდა და დამატებით დროში მინიმალურ ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრის 38-ე წუთზე, ბრაზილიელებმა კუთხური ჩააწოდეს და უნაი სიმონი გამოსვლაზე შეცდა – ბურთი ვერ მოიგერია, მაგრამ სამაგიეროდ თავის საჯარიმოში კუნია წააქცია და მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი დანიშნა.

თერთმეტმეტრიანი რიშარლისონმა ძალიან ცუდად შეასრულა და ბურთი კარს დიდი მანძილით გადაცდა.

ტაიმის მიწურულს კლაუდინიოს გადაცემის შემდეგ, ბრაზილიელთა 38 წლის კაპიტანმა დანი ალვეშმა თამაშში დატოვა ბურთი, რომელსაც ერთი შეხედვით პირთი ხაზი უნდა გადაეკვეთა, რასაც საკუთარ საჯარიმოში პაუ ტორესის შეცდომა მოჰყვა და კუნიამ ანგარიში გახსნა – 1:0.

52-ე წუთზე, ბრაზილიელთა კონტრშეტევის დროს კუნიამ კარგი პასით რიშარლისონი მოძებნა, რომელმაც მოწინააღმდეგის საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიტოვა და დაარტყა – ბურთი უნაი სიმონის ფეხიდან ხარიხას მოხვდა.

61-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან კარლოს სოლერმა სამხრეთ ამერიკელთა საჯარიმოში გახსნილ ოიარსაბალს გაუკეთა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით მიწაზე დაუშვებლად დაარტყა – 1:1.

85-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან ოსკარ ხილის ჩაწოდების მერე ბურთო ზედა ძელს შეეხო და მოედნის ფარგლები დატოვა.

ძირითადი დროის დასსრულებამდე ცოტა დრო რჩებოდა, რომ ბრაიან ხილმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

ორმა ტაიმმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა. 108-ე წუთზე, რიშარლისონის დიაგონალური გადაცემის შემდეგ, მალკომმა ვალეხოს აჯობა, რომელიც ფეხდაფეხ მისდევდა, ხოლო საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში გაიტანა – 2:1.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ბრაზილიამ ოთხი წლის წინ რიო დე ჟანეიროში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.