კანადის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად ოლიმპიური თამაშები მოიგო.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1;1 დასრულდა – შვედებმა 34-ე წუთზე ანგარიში ბლაკსტენიუსი დარტყმის შემდეგ გახსნეს, ხოლო კანადელებიდან საპასუხო ბურთი 67-ე წუთზე პენალტიდან ფლემინგმა გაიტანა.
კანადელებმა პენალტების სერიაში 3:2 გაიმარჯვეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
მანამდე, მათ ორჯერ ლონდონში 2012 წელს და რიო დე ჟანეიროში 2016 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
