„ასტონ ვილამ“ ლეონ ბაილი იყიდა

0
34

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ლევერკუზენის „ბაიერიდან“ ნახევარმცველი ლეონ ბაილი შეიძინა.

ბირმინგემული კლუბის პრესსამსახური იუწყება, რომ 23 წლის იამაიკელმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

ბაილიმ „ბაიერამდე“ ბელგიის „გენკში“ გამოდიოდა, სადაც 2015-2017 წლებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 77 მატჩი 16 გოლი გაიტანა.

ის ლევერკუზენელთა ღირსებას 2017-2021 წლებში იცავდა და 159 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 39-ჯერ აიღო.

მან იამაიკის ეროვნულ გუნდში 10-ჯერ ითამაშა და 1 გოლი მიითვალა.