19-წლამდელებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს – ვასილ მაისურაძის პირველი ტესტი ბაქოში

0
17

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, აზერბაიჯანელი თანატოლების ეროვნული გუნდი, ბაქოში 3-2 დაამარცხა.

ამხანაგურ მატჩში, ანგარიში გიორგი კვერნაძემ გახსნა, პირველ ტაიმში სხვაობა ორამდე გეგი გეგუჩაძემ გაზარდა, ხოლო მეორე ნახევრის 59-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა მეტოქე გუნდის კარში მესამე გოლი პენალტიდან გაიტანა, რომელიც კვერნაძემ მოიპოვა.

აღნიშნული მატჩი, 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ვასილ მაისურაძისთვის ახალ გუნდთან ერთად პირველი საერთაშორისო ოფიციალური შეხვედრა გახლდათ. მეორე ტესტ-მატჩს, ასაკობრივი ნაკრები აზერბაიჯანული შეკრების ფარგლებში, ისევ მასპინძელ გუნდთან – 6 აგვისტოს გამართავს.