ვაწაძისა და გრიგალაშვილის გოლები უზბეკეთში

0
28

უზბეკეთის სუპერლიგის მე-13 ტურში ორი „ქართული“ გოლი გავიდა.

„ქიზილქუმმა“, სადაც სამი ქართველი ლეგიონერი – მათე ვაწაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი და გიორგი კუხიანიძე გამოდის, სტუმრად „მეტალურგი“ 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 56-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ვაწაძემ ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა.

64-ე წუთზე, გრიგალაშვილმა მეტოქის მცველს ორთაბრძოლაში აჯობა და კარიდან წინ გამოსულ მასპინძელთა გოლკიპერს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო.

„მეტალურგმა“ ერთადერთი ბურთი 67-ე წუთზე გაიტანა.

გრიგალაშვილმა და კუხიანიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ხოლო კუხიანიძე ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე შეცვალეს.

„ქიზილქუმი“ 23 ქულით უზბეკეთის 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.