პაატა გურასპაულის სამუშაო შეხვედრა სუპერლიგის გუნდები წარმომადგენლებთან

0
18

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული სუპერლიგის გუნდების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა სუპერლიგის ახალ, 2021-2022 წლების სეზონთან დაკავშირებით,  ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა იქნა განხილული.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, იყო  ვაქცინაცია. თამაშში ჩართულმა პირებმა და სუპერლიგის გუნდების წევრებმა (მოთამაშეები, კლუბის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია) ახალი სეზონიდან, ჩემპიონატის დაწყებამდე, უნდა ჩაიტარონ კოვიდ-19-ის სრული ვაქცინა ან  ყოველ თამაშამდე წარმოადგინონ 2 დღით ადრე გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ასევე, პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელ ზაფხულს არ ჩატარდება მოთამაშეთა განვითარების ლიგა, რომლის პროექტი კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ შარშან პირველად განახორციელა და წარმატებულიც გამოდგა, რადგან წლევანდელი მოთამაშეთა განვითარების ლიგის ჩატარება უფრო ფართო მასშტაბით, საერთაშორისო დონეზე იგეგემებოდა, სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ უცხოური გუნდები, სკაუტები და უცხოელი მოთამაშეეები. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი მომავალი წლისთვის გადაიდო.

სუპერლიგის 2021-2022 წლების ახალ სეზონთან დაკავშირებით, ფედერაცია ტრადიციულ წინასასეზონო სამუშაო შეხვედრებს სუპერლიგაში მონაწილე  გუნდებთან ერთად კვლავ გამართავს და სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელებს. მომდევნო, უახლოესი შეხვედრა გუნდებთან აგვისტოს პირველ ნახევარში ჩატარდება.