ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის თქმით, ძლიერებს უმართლებს.
მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საპასუხო შეხვედრაში სტუმრად ბატესთან 4:1 გამარჯვებისა და მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის მერე განაცხადა.
გია გეგუჩაძე: „ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამდვილად იყო. ასე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩემი ფეხბურთელები გავამხნევე, მაგრამ ისედაც ძალიან მოტივირებულები იყვნენ.
მე არასდროს მითქვამს, რომ ბატე ძლიერი გუნდი არ არის. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდია. კმაყოფილი ვარ, რომ ძლიერი გუნდის დამარცხება მოვახერხეთ.
ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით. გაგვიმართლა თუ არა იმაში, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი დაინიშნა? ძლიერებს უმართლებთ.. ისევე, როგორც ბათუმში, აქ თამაშიც სასიამოვნო იყო. გულშემატკივარს ფეხბურთში უდიდესი როლი აქვს.
ეს საჭირო ტურნირია. ასე რომ არ იყოს, არც შეიქმნებოდა. თუმცა ახლა ადრეული ეტაპია და ტურნირის მსვლელობისას, რაც უფრო ძლიერ მეტოქეებს შევხვდებით, გავიაზრებთ, რომ ეს ძალიან კარგი და საჭირო ტურნირია“.
ბათუმელები მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 5 აგვისტოს შინ „სივასფორთან“ ჩაატარებენ, ხოლო 12 აგვისტოს საპასუხო თამაში თურქეთში გაიმართება.