გაგუამ „ალავესს“ ლა გუარდიას თასი მოაგებინა

0
21

გიორგი გაგუამ ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ „ალავესს“ ლა გუარდიას თასი მოაგებინა.

„ალავესი“ თასის მეოცე გათამაშებაში „მირანდესს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

19 წლის ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.

მან 79-ე მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო და „ალავესი“ თასის მფლობელი გახდა.

გაგუამ, რომელიც პირველ გუნდში წელს ზაფხულშ დააწინაურეს, მესამე შეხვედრაში მეორე გოლი მიითვალა.