ბეგლარიშვილის დრამატული მარცხი კონფერენს ლიგაში

0
21

ტალინის „ლევადია“, რომელშიც ზაქარია ბეგლარიშვილი გამოდის, კონფერენს ლიგას გამოეთიშა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ესტონელებმა ირლანდიის „დანდალკთან“ პირველი შეხვედრა სტუმრად 2:2 დაასრულეს, ხოლო საპასუხო მატჩში შინ 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს დაემშვიდობნენ.

ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ცოტა ხნის წინ ესტონეთის მოქალაქე გახდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

მასპინძლებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 44-ე წუთზე გაიტანეს.

ირლანდიელებმა მეორე მეტოქის კარი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე აიღეს და მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.