თბილისის „საბურთალომ“ კრისტლბეთ ეროვნული ლიგის განახლებამდე მორიგი ამხანაგური მატჩი ქუთაისის „ტორპედოსთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი „ტორპედომ“ 1:0 მოიგო – ლაშა ჩალაძემ გოლი წოწონავას გადაცემის შემდეგ გაიტანა.
„საბურთალოდან“ ანგარიში მოლდოველმა ლეგიონერმა მანდრიჩენკომ გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი ოდუკომ მისცა.
„საბურთალომ“ პირველი ტაიმი ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
გოშაძე, ჯგერენაია, მუდრაკი, მალი, რუხაძე, ძებნიაური, გ. მამაგეიშვილი, ო.მამაგეიშვილი, გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი, ლ.ნონიკაშვილი.
მეორე ტაიმი: გოშაძე, ცნობილაძე, კაკუბავა, ჩაჩუა, ოდუკო, გეგუჩაძე, მანდრიჩენკო, შ.ნონიკაშვილი, შულაია, კვერნაძე, გულიაშვილი.
„ტორპედოს“ სასტარტო შემადგენლობა:
შოვნაძე, ქაფიანიძე, ტაბატაძე, თედორე გრიგალაშვილი, ნადარაია, წოწონავა, ბენგალა, ძარია, ჩალაძე, რეკიში, ჩარგეიშვილი.
სათადარიგოები: ჰამზიჩი, მირცხულავა, მამასახლისი, გოგლიჩიძე, ფიფია, თოდუა, აბულაძე, უგრეხელიძე, ელბაქიძე, მჟავანაძე, თევზაძე.
„ტორპედოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბენგალა გუნდში ისინჯება, ხოლო ზიდანმა და ბოუკასიმ გუნდთან ერთად ვარჯიში გვიან დაიწყეს, რის გამო, არ უთამაშიათ.