დავითაშვილის მარცხი სადებიუტო მატჩში, სიჭინავას ფრე

0
23

ტულას „არსენალში“ ზურიკო დავითაშვილის დებიუტი უიღბლო აღმოჩნდა.

რუსეთი პრემიერ ლიგის პირველ ტურში ტულელები შინ სტუმრად მოსკოვის „ლოკომოტივს“ შეხვდნენ და 1:3 წააგეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც გუნდს გასულ კვირაში შეურთდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

გასულ სეზონში, დავითაშვილი ყაზანის „რუბინმა“ ვოლგოგრადის „როტორში“ გაანათხოვრა. ის იჯარის ამოწურვის მერე, ყაზანში დაბრუნდა, მაგრამ კლუბმა კონტრაქტი გაუწყვიტა და „არსენალს“ მიაშურა.

კოვალივკას „კოლოსში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ნიკა სიჭინავამ, რომელიც გუნდს სეზონის დაწყებამდე შეუერთდა.

უკრაინის პრემიერ ლიგის სტარტზე „კოლოსი“ სტუმრად „ვერესს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. სიჭინავა სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზახეთის პრემიერ ლიგაში თავის პირველი შეხვედრა ჩაატარა ზურაბ ციცქიშვილმა, რომლსი „აქტობე“ მე-3 ტურში შინ მოქმედ ჩემპიონ „ქაირათთან“ 1:2 დამარცხდა.