„ტორპედოს“ პირველი ახალწვეული წოწონავაა

0
17

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ქუთაისის „ტორპედოს“ პირველი ახალწვეული ლევან წოწონავაა.

ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ნახევარმცველი ოფიციალურად კლუბის წევრი გახდა.

მან მიმდინარე სეზონში თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც მარტვილის „მერანიდან“ გადავიდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 1 მატჩი ჩაატარა.

თუმცა, მოგვიანებით გორის „დილას“ მიაშურა. სადაც 9-ჯერ ითამაშა, ხოლო ამჯერად „ტორპედოს“ მაისურს მოირგებს.

ქუთაისელები მოსამზადებელ პერიოდში პირველ ამხანაგურ თამაშს ხვალ თბილისში “საბურთალოსთან” ჩაატარებენ.