კიევის „დინამომ“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ოდესის „ჩერნომორეცში“ გაანათხოვრა.
კიეველთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელი ოდესურ გუნდში 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.
ის „ჩერნომორეცს“ მიმდინარე თვეში შეუერთდა, როდესაც გაირკვა, რომ დინამოელთა რუმინელი თავკაცის მირჩა ლუჩესკუს გეგმაში არ შედის, ხოლო მისი იჯარა დღეს გაოფიციალურდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქართველმა „ჩერნომორეცში“ კუნთის ტრავმა მიიღო და მინიმუმ ორი კვირა ვერ ითამაშებს.
სხვათა შორის, კიეველებმა „ჩერნომორეცში“ კიდევ 12 ფეხბურთელი გაანათხოვრეს.
