კანკავა და კაშია ჩემპიონთა ლიგაში „იანგ ბოიზს“ დაუზავდნენ

0
49

ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ „იანგ ბოიზს“ ვერ აჯობა.

ქართველი ლეგიონერები ბრატისლაველთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შვეიცარიელებთან შეუცვლელად ითამაშეს.

საქართველოს ნაკრების ექსთავკაცის ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი „სლოვანი“ საპასუხო მატჩში ბერნში 28 ივლისს ჩაატარებს.