მოსკოვის „დინამომ“ გაგნიძე „ურალში“ გაანათხოვრა

0
21

ლუკა გაგნიძე რუსეთის პრემიერ ლიგაში 2021-2022 წლების სეზონს ეკტარინბურგის „ურალში“ გაატარებს.

ეკატერინბურგელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 18 წლის ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით აიყვანეს.

თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი მოსკოვურ კლუბში მიმდინარე თვეში გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გაგნიძე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი შარშან ჰქონდა, როდესაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა.

მან წელს დინამოელთა რიგებში 15-ჯერ ითამაშა და საქართველოს ჩემპიონატში 1 გოლი გაიტანა.

გაგნიძე ახალ გუნდს უკვე შეურთდა და მომავალი სეზონისთვის ემზდება.