ჯასტინ კლიუვერტი საფრანგეთში ითამაშებს

0
35

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ჯასტინ კლიუვერტი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს.

იტალიის „რომამ“ პატრიკ კლიუვერტის ვაჟი „ნიცაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა და იჯარის ამოწურვის შემდეგ, ფრანგებს 22 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვთ.

რომაელებმა უმცროსი კლიუვერტი გასულ სეზონში გერმანიის „ლაიფციგში“ გაანათხოვრეს, სადაც მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 27 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

„რომამ“ კლიუვერტი 2018 წელს ამსტერდამის „აიაქსიდან“ 18,75 ევროდ შეიძინეს და მან 68 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.