რუსი არბიტრი ქალი: „კვარაცხელიამ მკითხა თქვენ ქართველი ხომ არ ხართ?“

0
16

რუსი არბიტრის ანასტასია პუსტოვოიტოვას თქმით, რომელიც „რუბინი“ – „ხიმკის“ (1:0) ამხანაგურ მატჩს მოემსახურა, ხვიჩა კვარაცხელიას ის ქართველი ეგონა.

„სახალისო ისტორია მოხდა – თამაშის მერე ხვიჩა კვარაცხელია მოვიდა, მადლობა გადამიხადა და მკითხა: „თქვენ შემთხვევით ქართველი ხომ არ ხართ?“.

მე ეს მესიამოვნა და ვუპასუხე: „სულიერად სხვადასხვა ვარ ხოლმე“.

„უბრალოდ ქართველს ძალიან გავხართ“ – მითხრა მან. „მადლობა, მივიჩნევ, რომ ეს კომპლიმენტია“ – ვთქვი მე.

განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი სწოედ კვარაცხელიამ გაიტანა 90-ე წუთზე, რომელიც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა.