„თელავმა“ ხანმოკლე შესვენების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებისთვის მზადება 11 ივლისს დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა სომხეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან „არარატ-არმენიასთან“ ისპარინგეს, რომელიც თბილისში შეკრებას გადის.
შეხვედრა დიღმის ოლიმპიურ ცენტრში გაიმართა და თელაველების გამარჯვებით დასრულდა,
განვლილ შეხვედრაში ერთადერთი გოლი იმედა აშორტიამ გაიტანა.