ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის გათამაშების ფინალი მიუნხენის ნაცვლად სტამბოლში ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება.
უეფამ ასეთი ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ 2020-2021 წლების სეზონის ფინალი კორონავირუსის პანდემიის გამო სტამბოლიდან პორტუგალიის ქალაქ პორტუში გადაიტანეს.
მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ფინალი მაინც ჩატარდება, მაგრამ 2025 წელს.
2023-2024 წლების სეზონის ფინალი როგორც მანამდე დაგეგმილი იყო ლონდიონში „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 2021-2022 წლების სეზონის ფინალი რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში შედგება.