ებრალიძე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს

0
21

ავთო ებრალიძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს.

29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი „დოქსასთან“ გააფორმა და ახალ გუნდში 44-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ებრალიძემ ბოლო ორი სეზონი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის „ლეიშოეშში“ ჩაატარა, რომლის მაისურით 33-ჯერ ითამაშა.

ის კვიპროსში გადასვალმდე, კარიერის მანძილზე პორტუგალიის „ოლივეირენსეში“, „ჟილ ვისენტეში“, „აკადემიკა ვიზეუში“, „შავიშში“, „ნასიონალში“ და რუმინეთის „ვოლუნტარში“ გამოდიოდა.

„დოქსამ“ გასულ სეზონში კვიპროსის 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა.