„დილას“ გამარჯვება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არ ეყო

0
24

გორის „დილამ“ სლოვაკეთის „ჟილინა“ საპასუხი მატჩში კი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დაფიქისირებული ანგარიში საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილებმა პირველი მატჩი 1:5 წააგეს.

სტუმრები შესვენებამდე დაწინაურდნენ – პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე სომეხმა ლეგიონერმა პირველი თამაშის მსგავსად გოლი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 13 წუთში მასპინძლების გვინეელმა ლეგიონერმა უსმანე კამარამ ანგარიში გაათაანაბრა.

70-ე წუთზე, სტუმრების კარი ბრაზილიელმა ვანდერსონმა აიღო.

დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გორელები კონფერენს ლიგას დაემშვიდობნენ.

სხვათა შორის, შეხვედრა საკმაოდ უხეში აღმოჩნდა – მსაჯმა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი 10-ჯერ აჩვენა.

„დილა“ (გორი) – „ჟილინა“ (სლოვაკეთი) 2:1 (0:1)

15 ივლისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

„დილა“: გუგეშაშვილი, მაისაშვილი (კ) (მანზი, 77), ეტოუ, მოსიაშვილი, ჩიტეიშვილი, ალეფ სანტოსი, ბიძინაშვილი, კამარა (მადინგა, 82), ღუდუშაური (ბუღრიძე, 56), კაპანაძე (ზუბაკი, 55), ვანდერსონი.

მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

„ჟილინა“: პეტრაში, სლუკა, მინარიკი (კ), მუსლოვიჩი (ბერნატი, 46), კივიორი, კაპრალიკი (კოპაში, 79), ჯიბრილი (რუსნაკი, 65), ფაზლაგიჩი (გონო, 46), დურიში, ბიჩახჩიანი (სლებოდნიკი, 71), ანანგი.

მთავარი მწვრთნელი: პაველ სტანო

გოლები: 0:1 ბიჩახჩიანი (45+5), 1:1 კამარა (58), 1:2 ვანდერსონი (70).

გაფრთხილება: მაისაშვილი (32), კაპანაძე (35), ფაზლაგიჩი (40), ბიძინაშვილი (42), სლუკა (42), ალეფ სანტოსი (76), მინარიკი (76), ჩიტეიშვილი (78), გონო (78), მოსიაშვილი (86).

მთავარი მსაჯი: მილოშ მილანოვიჩი ( სერბეთი)