ზივზივაძის გუნდი კონფერენს ლიგიდან გავარდა

0
27

„ფეჰერვარი“, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, კონფერენს ლიგას გამოეეთიშა.

უნგრელებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ სომხეთის „არარატს“  (1:1) დაუზავდნენ, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 0:2 წააგეს.

ზივზივაზე პირველი შეხვედრის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენების მერე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ქართველი ფორვარდი „ფეჰერვარში“ შარშან გადავიდა და უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა.