„რეალ სოსიედადმა“ ავსტრალიის ნაკრების მეკარე შეიძინა

0
28

სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა“ ავსტრალიელი მეკარე მეტიუ რაიანი შეიძინა.

ესპანურმა კლუბმა 29 წლის ფეხბურთელი ინგლისის „ბრაიტონიდან“ გამოისყიდა და 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

გასულ სეზონში, რაიანი იჯარით ლონდონის „არსენალში“ გამოდიოდა, სადაც 14 მატჩში 21 გოლი გაუშვა, ხოლო 3-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.

ავსტრალიელ გოლკიპერს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს – მან 2015-2017 წლებში „ვალენსიას“ ღირსება 10-ჯერ დაიცვა.

ის ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან ასპარეზობს და 60 შეხვედრა ჩაატარა.