„ბენფიკამ“ პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა

0
21

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჟოაუ მარიუ კარიერას ლისაბონის „ბენფიკაში“ გააგრძელებს.

28 წლის ფეხბურთელი ლისაბონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მას კონტრაქტი მილანის „ინტერთან“ აკავშირებდა და გასულ სეზონში იჯარით ლისაბონის „სპორტინგში“ გამოდიოდა, სადაც პორტუგალიის ჩემპიონატი მოიგო.

ჟოაუ მარიუმ გუშინ „ინტერთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და დღეს ხელშეკრულება „ბენფიკასთან“ გააფორმა.

მან პორტუგალიის ნაკრებში 45 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.