ბრაზილიაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებად კონმებოლის ტექნიკური ანალიზის ჯგუფმა არგენტინელი ლიონელ მესი და ბრაზილიელი ნეიმარი დაასახელა.
ნეიმარმა მიმდინარე ტურნირზე 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
მესიმ მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო და 5 საგოლე პასი მიითვალა.
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საუკეთესოდ ერთი ფეხბურთელი დასახელება შეუძლებელი იყო, რადგან ტურნირზე გამორჩეული ორია.
კოპა ამერიკის ფინალში 11 ივლისს რიო დე ჟანეიროში “მარაკანას” სტადიონზე ერთმანეთს სწორედ ბრაზილია და არგენტინა შეხვდებიან.