არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლიონელ სკალონის თქმით, იმის მიუხედავად კოპა ამერიკას მოიგენ თუ არა, მესი ისტორიაში მაინც საუკეთესო ფეხბურთელად დარჩება.
მან ამის შესახებ 11 ივლისს, რიო დე ჟანეიროს სტადიონ „მარაკანაზე“ ბრაზილიასთან გასამართ კოპა ამერიკის ფინალამდე ისაუბრა.
„მოვიგებთ თუ ვერ მოვიგებთ, მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დარჩება. მას ამის დასამტკიცებლად ნაკრებში ტიტულის მოპოვება არ სჭირდება.
რა თქმა უნდა, გამარჯვება გვსურს და სხვა შემთხვევაში ამდენს არ ვიშრომებდით. მოიგებს ლეო თუ არ მოიგებს, მან უკვე ყველას აჩვენა, რომ ისტორიაში საუკეთესო, რასაც მეტოქეებიც აღიარებენ“ – ციტირებს სკალონის არგენტინული პრესა.