დავით ხოჭოლავას დებიუტი დანიის „კოპენჰაგენში“ შედგა.
დანიის სუპერლიგაში სეზონის განახლებამდე „კოპენჰაგენმა“ სტუმრად ავსტრიაში ვენის „რაპიდთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე შეცვალეს, რადგან მეტოქესთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო.
28 წლის ხოჭოლავა „კოპენჰაგენში“ მიმდინარე ზაფხულში უკრაინის დონეცკის „შახტარიდან“ გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.