დონეცკის „შახტარმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა დანიის „კოპენჰაგენში“ გაყიდა.
ხოჭოლავამ დანიის 13-გზის ჩემპიონთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
28 წლის მცველი „შახტარში“ 2017 წელს ოდესის „ჩერნომორეციდან“ გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 83 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
მან გუნდთან ერთად უკრაინის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, უკრაინის თასი – ორჯერ, ხოლო სუპერთასი ერთხლ.
Transfermarkt ხოჭოლავას 3 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ გამომდინაერე იქიდან, რომ ქართველმა მცველმა შარშან დეკემბერში „შახტართან: კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა, გამორიცხეული არაა დონეცკელებმა ნახსენებ თანხაზე მეტი მიიღოს.
აქვე გეტყვით, რომ “კოპენჰაგენის” მთავარ მწვრთნელ იეს ტორუპისთვის ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობა უცხო არაა, რადგან 2018-2020 წლებში ბელგიის “გენტში” გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას წვრთნიდა.
