დავით ხოჭოლავა: „მოუთმენლად ველოდები როგორც თანაგუნდელებთან შეხვედრას, ასევე მოედანზე გასვლას“

0
29

დავით ხოჭოლავას თქმით, „კოპენჰაგენის“ გარდა, მისი შეძენა კიდევ ორ კლუბს სურდა, მაგრამ მან არჩევანი დანიელების სასარგებლოდ გააკეთა.

მან ამის შესახებ კოპენჰაგენელებთან 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმების მერე განაცხადა:

„მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს კლუბი შევიცვალე. „კოპენჰაგენი“ დიდი კლუბია, კარგი ისტორიით, მათ შორის ევროპაშიც. „კოპენჰაგენს“, რომ ჩემი შეძენა სურდა ამის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი და მართალია, კიდევ ორი კლუბიდან მქონდა წინადადება, „კოპენჰაგენს“ ყოველთვის მივიჩნევდი ჩემთვის რეალურ შესაძლებლობას თუ კლუბები მოილაპარაკებდნენ.

აქედან გამომდინარე, თვალს ვადევნებდი გუნდი როგორ მუშაობდა და ჩემს ახალ თანაგუნდელებს საუცხოო თვისებები აქვთ. ახლა მოუთმენლდ ველოდები როგორც თანაგუნდელებთან და კლუბის სხვა წევრებთან შეხვედრას, ასევე მოედანზე გასვლას“.

ხოჭოლავას ტრანსფერის თაობაზე კომენტარი „კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა გააკეთა:

„ჩვენ ფიზიკურად ძლიერი მცველი დავიმატეთ, რომელსაც ასევე კარგი სისწრაფე აქვს. შემტევ ძალიან ფეხბურთს ვთამაშობთ და ამიტომ, გვჭიდება მცველები რომლებიც ერთ-ერთზე კარგად თამაშობენ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ.

გარდა ამისა, ჩვენ ცენტრალურ მცველებს შეტევის დაწყება უნდა შეეძლოთ და ვფიქრობ, რომ დავითს ეს თვისება აქვს. მას ადრე თავდასხმაშიც უთამაშია და შესაბამისი ტექნიკაც აქვს.

მასთან მუშაობის დაწყებას მოუმთელნად ველოდებით, რათა ჩვენი ცხოვრების წესს მალე შეეგუოს“.

„კოპენჰაგენის“ სპორტული დირექტორის პეტერ კრისტიანსენის თქმით, ხოჭოლავას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებობდნენ და როგორც კი შანსი გაუჩნდათ, ტრანსფერი განახორციელეს:

„ჩვენი სკაუტების განყოფილმა მას ძალიან დიდი ხანი აკვირდებოდა და როდესაც ამ პოზიციის გაძლიერება გადავწყვიტეთ, მაშინვე ის საუკეთესო კანდიდატად დაასახელეს.

დავით საერთაშორის დონეზე თამშის გამოცდილება აქვს და ორთაბრძლებში ძალიან ძლიერია. ამასთანავე, ის ძალიან კარგად გამოიყურება საჰაერო ორთაბრძოლების  და პასების გაკეთების დროს.