
რობერტო მანჩინის აზრით ესპანეთი წამოუდგენლად ძლიერი გუნდია, რომელსაც ძალიან ნიჭიერი მწვრთნელი ჰყავს.
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ 6 ივლისს ევრო-2020-ის ნახევარფინალში ლონდონში „უემბლიზე“ ესპანელებთან გასამართ მატჩამდე ისაუბრა.
„ამდენი დროს გატარება მოთამაშეთა ჯგუფთან ერთად იოლი არაა. თუმცა, ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და დანარჩენ პერსონალს საუცხოო ურთიერთობა აქვთ. ჩვენ ყველაფერს კარგად ვუმკლავდებით და სამშაბათ საღამოს საუკეთესო ფეხბურთის თამაში გვსურს.
მატჩებამდე განსაკუთრებულად არ ვნერვიულო, რადგან ბევრი რამ უნდა მოვამზადა და განვიცადო, შეცდომები გამოვრიცხო და ამ პროცესში მთლიანად ჩართული ხარ. თუმცა, როდესაც საქმე ბურთის პირველ დარტყმამდე მიდის, ცხადია ნერვიულობა თავს იჩენს.
ესპანეთთან უფრო ადვილი თამაში იქნება ვიდრე ბელგიასთან? ვფიქრობ, რომ ასევე რთული მატჩი იქნება. განსხვავება ისაა, რომ ორივე გუნდი სხვადახვა სტილის ფეხბურთს თამაშობს. ასე რომ სხვანაირად უნდა მოვემზადოთ, ვიდრე ბელგიასთან, რადგან ესპანეთს შეუძლია ბევრი პრობლემა შეგვიქმნას. არ ვიცი სამშაბათ საღამოს რა მოხდა, მაგრამ ეს ნამდვილად იქნება მატჩი, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს გამოცდის.
ესპანეთი წარმოუდგენლად ძლიერი გუნდია და ამას ბევრი წლის განმავლობაში ამტკიცებს. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ზოგიერთ პოზიციაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ. მათ ადრინდელივით საუცხოო კოლექტივი და ძალიან ნიჭიერი მწვრთნელი ჰყავთ.
პრესა იტალიას ტურნირის ფავორიტად მიიჩნევს? იმედია, რომ ბოლოს და ბოლოს მართლები აღმოჩნდებით, მაგრამ ყველაფერი ასე იოლი არაა. ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ნახევარფინალში ვართ. ამ სტადიაზე იოლი მატჩები არ არსებობს“ – ციტირებს მანჩინის უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
