ვაკო ყაზაიშვილმა, რომელის სამხრეთ კორეის „ულსან ჰიუნდაიში“ გამოდის, თავი აზიის ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა.
F ჯგუფში „ულსანი“ სტუმრად ფილიპინების „კაიას“ დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა და მე-12 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ კორეელმა ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა.
სტუმრებმა მეორე გოლი მე-40 წუთზე გაიტანეს და ტაიმი 2:0 მოიგეს.
მეორე ტაიმი 3 წუთის დაწყებული იყო, რომ ყაზაიშვილმა ფილიპინელთა კარი აიღო და თავის კარიერაში აზიის ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
ვაკომ, რომელის „ულსანში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში თავის ანგარიშზე 2 ბურთი ჩაიწერა.





