ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ყაზანის „რუბინში“ გოლი გაიტანა.
ყაზანელებმა ამხანაგური მატჩი რუსეთის პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ჩაატარეს და 3:0 გაიმარჯვეს.
კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე „ნიჟნი ნოვგოროდის“ საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მეტოქემ წააქცია.
საქართველოს ეროვნულ;ი ნაკრების გარემარბმა პენალტი თავად შეასრულა და „რუბინი“ დააწინაურა. ის 65-ე წუთზე შეცვალეს.
ზურიკო დავითაშვლს რაც შეეხება, ყაზანელთა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. მან მოედანზე გატარებულ დროში საგოლე პასი მიითვალა.
