„ევერტონმა“ ბენიტესი წარადგინა

0
28

ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ევერტონმა“ რაფაელ ბენიტესი ოფიციალურად წაეადგინა.

ინგლისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 61 წლის ესპანელმა სპეციალისტმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მუშაობას 5 ივლისიდან დაიწყებს.

ბენიტესს ინგლისის პრემიერ ლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს – 2004-2010 წლებში „ლივერპულს“ წვრთნიდა, ხოლო 2012-2013 წლებში ლონდონის „ჩელსის“.

ის 2019 წლიდან ჩინეთის სუპერლიგის კლუბ „დალიან იფანში“ მუშაობდა, რომელთან კონტრაქტი 2021 წლის იანვარში გაწყვიტა და ამის მიზეზად კორონავირუსის პანდემია დაასახელა. მისი თქმით ოჯახთან უფრო ახლოს ყოფნა სურდა.

ბენიტესი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში მეორე მწვრთნელია, რომელსაც „ლივერპულშიც“ უმუშავია და „ევერტონში“.პირველი უილიამ ბარკლაი იყო, რომელიც 1888-1889 წლებში ჯერ „ევერტონს“ ავარჯიშებდა, ხოლო 1892-1896 წლებში – „ლივერპულს“.