გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და პირველ სამეულში დაბრუნდა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს შეგირდებმა თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხეს, რომელმაც მიჯრით მეორე შეხვედრა წააგეს.
მე-18 წუთზე, რევაზ თევდორაძემ ძალიან უხეშუ შეცდომა დაუშვა, როდესაც ბურთის ამოტანის დროს პასი პირდაპირ თორნიკე კაპანაძეს მისცა, ხოლო გორელმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა.
„დილამ“ პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო.
62-ე წუთზე, „ლოკომოტივის“ შეტევის დროს რატი მჭედლიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან მასპინძლების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა მამია გავაშელიშვილმა თავით საპასუხო გოლი გაიტანა.
„დილა“ 71-ე წუთზე უსმანე კამარამ დააწინაურა, რომელსაც ბრაზილიელმა ალეფ სანტოსმა თავით პასი გაუკეთა, ხოლო გვინეელმა ბურთი ერთი შეხებით გასწორა და მეორეთი მეტოქის კარი აიღო – 2:1.
„დილამ“ 35 დააგროვა და სატურნირო ცხრილშე მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
