„დილამ“ ხორვატი თავდამსხმელი დაიმატა

0
30

გორის „დილამ“, რომელიც 8 ივლისს უეფას ახალ ტურნირ კონფერენც ლიგაში ჩაერთვება, ხორვატი თავდამსხმელი დაიმატა.

გორელთა პრესსამსსხურის ინფორმაციით, 25 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა გორელებთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

ზუბაკმა კარიერა ხორვატიის „მლადოსტში“ თამაშობდა, ხოლო გასული სეზონი ავსრიის რანგით მეორე ლიგის „გრაცერში“ გაატარა, სადაც 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.ის „გრაცერამდე“ ავსტრიის „ალერჰელინგენში“ (2018-2019) და „კლაგენფურტში“ (2019-2020) გამოდიოდა.