ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება. ეს ფაქტი ევრო-2020-ის 1/8-ფინალში სევილიას „ოლიმპიურ“ სტადიონზე გამართული მატჩის მერე გაცხადდა, როდესაც აწ უკვე მოქმედი ჩემპიონი პორტუგალის მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელ ბელგიასთან დამარცხდა.
მატჩში ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე გავიდა – ედენ აზარის ძმამ ტორგან აზარმა ბურთი მეტოქის საჯარიმოდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიიღო და უძლიერესი დარტყმით რუი პატრისიუსჰან მარცხენა კუთხეში გაიატანა. ბელგიელი ნახევარმცველი საბოლოოდ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
შეხვენების შემდეგ პორტუგალია უპირატესობას დაეუფლა. ბელგიელებს კი ორი ლიდერი გამოაკლდათ – ტრავმის გამო 48-ე წუთზე კევნ დე ბრუინი შეცვალეს, ხოლო თამაშის მიწურულს ედენ აზარი.
შეხვედრის ბოლო წუთებში პორტუგალიას ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჯერ ანდრე სილვას ბელგიელთა კარის დარაჯმა ტიბო კურტუამ არ გაატანინა, ხოლო შემდეგ რაფაელ გერეირუს დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
პორტუგალის 1984 წლის მერე ევროპის ჩემპიონატების 1/4-ფინალში პირველად ვერ მოხვდა – მანამდე გუნდმა ეს შვიდი ცდიდან შვიდჯერვე მოახერხა.
ბელგიამ ევრო-2020-ზე ოთხივე თამაში მოიგო – 8 გოლი გაიტანა და 1 გაუშვა.
ბელგია ევრო-2020-ის 1/4-ფინალში 2 ივლისს მიუნხენში იტალიას დაუპირისპირდება.





